მე ვთარგმნი ლექსებს

მე ვთარგმნი ლექსებს,
როცა მინდა ვიყო სხვა მე,
რომელიც ლექსებს წერს.
როცა მინდა დიდ ქალაქში დაბადება
რაღაც მნიშვნელოვან მოვლენამდე, შემდეგ, ან განმავლობაში,
როცა მინდა ორმოციანი წლების ამერიკაში ცხოვრება,
შაჰის დროინდელ ირანში,
ბერლინის კედლის მარცხნივ,
მინდა ვიყო კანადაში გაქცეული ებრაელი ბებიის შვილთაშვილი,
ციმბირიდან  დაბრუნებული ბაბუის სახელდარქმეული შვილიშვილი,
როცა მინდა ვიყო შავი, ყვითელი, წითელი ზოლებიანი,
ინგლისურივით ადვილი,
პოლონურივით ხმაურიანი,
უცხო სიტყვების სპარსულივით დინებით გამოთქმა...
...სხვისი პირით თქმა.
მე ვთარგმნი სხვის ტკივილს,
მეორადი გრძნობასავით,
აუკანკალებელი ხელით და ცივი გულით,
რადგან ტკივილი თეორიულად მაინტერესებს,
რადგან ექიმი მინდოდა გამოვსულიყავი...
 მე ვთარგმნი
როცა საერთო ენას ვპოულობ მესთან,
რომელიც წერს.

_სომხურიდან თარგმნეს ასია დარბინიანმა და დიანა ანფიმიადმა

In order to provide services of the best quality possible, and within our service, we apply cookies files. The use of the portal without modification of cookies configuration means their placement in your terminal. If you do not accept it, we kindly request you to make respective changes in the configuration of your internet browser.