რეტროსპექტივა

ნელა ვცხოვრობდით,
რადგან მშვიდობა იყო.
დაკარგული ადრე თუ გვიან იპოვებოდა
და იმდენად უსაფრთხო სივრცე იყო სიცოცხლე,
რომ სახლიდან გამოვდიოდით და  უნებურად ვიკარგებოდით.
ღმერთი კარგ დროს გვახსენდებოდა,
ცუდ დროს, საკუთარ თავებს ვახსენებდით
...და ღმერთს ახსოვდა.
 
ჩვენი ცხოვრება - საათის ისრებს უკან წევდა მოგებული დრო,
ომის გადადება -
საწოლში ზარმაცად ნებივრობის  ფუფუნება იყო,
ცეცხლზე ყავის ნელი მოდუღება,
ყოველ წელს ნაძვის ხეზე ერთი და იგივე სათამაშოს დაკიდება,
ფოტოებზე ჩვენი მამების დაბერება,
ჩვენი გადადებული სიყვარულები,
დაუმთავრებელი წიგნები,
ჩვენი კამათი წვრილმანებზე,
რომელიც ქვეყნის დასალიერი გვეგონა,
ჩვენი ყოფითი ნანგრევები,
რადგან მშვიდობა იყო,
ჩვენ ვკვდებოდით ნელა, რიგრიგობით, წესისამებრ -
უფროსიდან უმცროსამდე,
გულისცემის თანდათანობით დაყრუებით,
კარგად მოწყობილ პალატებში
ღირსეულ ცხოვრებას მორგებულნი.

_სომხურიდან თარგმნეს ასია დარბინიანმა და დიანა ანფიმიადმა

In order to provide services of the best quality possible, and within our service, we apply cookies files. The use of the portal without modification of cookies configuration means their placement in your terminal. If you do not accept it, we kindly request you to make respective changes in the configuration of your internet browser.